ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია — ეკლესია საქართველოში, კახეთის მხარეში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მაჩხაანის შუაგულში, გზის პირას. ძეგლს არც წარწერა აქვს და არც ისტორიულ წყაროებში იხსენიება. არქიტექტურული თავისებურების მიხედვით კი XVIII საუკუნის ბოლოს განეკუთვნება.
ეკლესია კუპელჰალეს ნიმუშს წარმოადგენს. მისი გეგმა, რომელიც გრძივ ღერძზეა აქცენტირებული, გარედან სწორკუთხედში თავსდება (12,5X5,85 მ). გუმბათი შვერილთა ორ წყვილს ეყრდნობა. ამ ეკლესიის კომპოზიციის თავისებურება ისაა, რომ აღმოსავლეთი შვერილები უშუალოდ ებჯინება საკურთხევლის აფსიდს. მეორე წყვილი შვერილი დარბაზის სივრცეს ორად ანაწევრებს. გრძივი კედლების გაყოლებაზე თაღებია. მათგან აღმოსავლეთის ანუ გუმბათქვეშა თაღები მაღალია დასავლეთისაზე. გუმბათქვეშა დასავლეთ შვერილებს ორ „იარუსად“ განლაგებული იმპოსტები აქვს. ერთი დასავლეთ უბეების თაღთა ქუსლის დონეზეა განთავსებული, მეორე – გუმბათქვეშა თაღების ქუსლებთან. ცილინდრული გუმბათი, რომლის ძირში აფრებია ამოყვანილი, მაღალია. მასში რვა სარკმელია გაჭრილი.
ზემო მაჩხაანი ზოგიერთ კუპელჰალეს ნიმუშთან შედარებით (მაგ. მანავის ღვთისმშობლის ეკლესია) ნაკლებად ავლენს სიახლეს და უფრო მეტად შუა საუკუნეების არქიტექტურულ ტრადიციებს უკავშირდება. ეს განსაკუთრებით გუმბათის ყელის დეკორში გამჟღავნდა.
ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
2016 წლის 28 ოქტომბერს ზემო მაჩხაანის ღვთისმშობლის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

Partly cloudy

14°C

დედოფლისწყარო

Partly cloudy
Wind: W at 6.44 km/h
Monday 14°C / 22°C Scattered thunderstorms
Tuesday 14°C / 23°C Showers
Wednesday 18°C / 26°C Thunderstorms
Thursday 16°C / 23°C Thunderstorms

დედოფლისწყარო

რეგიონი  - კახეთის მხარე
გამგებელი - ნიკოლოზ ჯანიაშვილი    
დეპუტატი პარლამენტში - ირაკლი შიოლაშვილი
სიმჭიდროვე - 12.2 კაცი/კმ²
ფართობი - 2529,2 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა - 21 221 კაცი (2014 წელი)

ხართ თუ არა ნამყოფი დედოფლისწყაროაში ?
©2017 http://dedoplistskaro.ge. All Rights Reserved.

Search

google-site-verification: google7a49f988b3e18e93.html