ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

ვაშლოვანის ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა, 2003 წლიდან კი ნაკრძალის, ეროვნული პარკისა და ბუნების ძეგლების ერთიანი კომპლექსი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში გაერთიანდა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე, ზღ.დ-დან 100-900 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 35 067,5 ჰა-ს შეადგენს. იგი მოიცავს ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნული პარკს და შემდეგ ბუნების ძეგლებს: არწივის ხეობას, ალაზნის ჭალას („კაკლის ყურე“) და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებს. ვაშლოვანის სახელი, გადმოცემის თანახმად, დაკავშირებულია აქ გავრცელებული საკმლის ხის ნათელი ტყის ვაშლის ბაღებთან მსგავსებასთან.

ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი ქ. დედოფლისწყაროში მდებარეობს. ადმინისტრაციულ კორპუსში ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი, გაეცნონ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების თავისებურებებს, მომსახურების ტარიფებს, უსაფრთხოების წესებს და არსებული ტურისტული მარშრუტებიდან მისთვის სასურველი ვარიანტი შეარჩიონ.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების ფართო არჩევანს იძლევა. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ბუნგალოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, გეოლოგიურ, ველო, ფოტო, კულტურულ, საფარი და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ვიზიტამდე აუცილებელია ვიზიტორთა ცენტრში რეგისტრაციის გავლა. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

Partly cloudy

14°C

დედოფლისწყარო

Partly cloudy
Wind: W at 6.44 km/h
Monday 14°C / 22°C Scattered thunderstorms
Tuesday 14°C / 23°C Showers
Wednesday 18°C / 26°C Thunderstorms
Thursday 16°C / 23°C Thunderstorms

დედოფლისწყარო

რეგიონი  - კახეთის მხარე
გამგებელი - ნიკოლოზ ჯანიაშვილი    
დეპუტატი პარლამენტში - ირაკლი შიოლაშვილი
სიმჭიდროვე - 12.2 კაცი/კმ²
ფართობი - 2529,2 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა - 21 221 კაცი (2014 წელი)

ხართ თუ არა ნამყოფი დედოფლისწყაროაში ?
©2017 http://dedoplistskaro.ge. All Rights Reserved.

Search

google-site-verification: google7a49f988b3e18e93.html