ოზაანის ამაღლების გუმბათოვანი ტაძარი

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

 ოზაანის ამაღლების გუმბათოვანი ტაძარი IX საუკუნეშია აგებული. ტაძარი მდებარეობს ტყით დაფარული ქვაბულის შუაგულში. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია XII-XIII სს. მიჯნის ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები, ამავე ხანას მიეკუთვნება მოჭიქული კრამიტიც, რომლითაც ეკლესიაა გადახურული. შემორჩენილია ლაპიდარული წარწერა, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით მიეკუთვნება XII-XIII საუკუნეთა მიჯნას. იგი ასე იკითხება: „ქრისტე ღმერთო, შეუნდვენ მიქაელს, ამინ“
ძეგლის მორთულობა ძუნწია, მხოლოდ გუმბათის ყელს ამშვენებს თაღები. ეკლესიას სამი მხრიდან აქვს შესასვლელი. XVII ს. ეკლესიისათვის სამხრეთ-დასავლეთით სათავსოები მიუშენებიათ.
2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.

რეკომენდირებული ლიტერატურა

• ბარნაველი თ., კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, თბ.,1962
• თოდრია თ., ქიზიყის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ.VI, თბ.,1982
• მაისურაძე ზ., ოზაანის კერამიკა, თბ.,1959

 

Ozaani.jpgozzani-4.jpgozzani-3.jpgozaani-2.jpgozaani-1.jpg

 

Partly cloudy

14°C

დედოფლისწყარო

Partly cloudy
Wind: W at 6.44 km/h
Monday 14°C / 22°C Scattered thunderstorms
Tuesday 14°C / 23°C Showers
Wednesday 18°C / 26°C Thunderstorms
Thursday 16°C / 23°C Thunderstorms

დედოფლისწყარო

რეგიონი  - კახეთის მხარე
გამგებელი - ნიკოლოზ ჯანიაშვილი    
დეპუტატი პარლამენტში - ირაკლი შიოლაშვილი
სიმჭიდროვე - 12.2 კაცი/კმ²
ფართობი - 2529,2 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა - 21 221 კაცი (2014 წელი)

ხართ თუ არა ნამყოფი დედოფლისწყაროაში ?
©2017 http://dedoplistskaro.ge. All Rights Reserved.

Search

google-site-verification: google7a49f988b3e18e93.html