User Rating: 5 / 5

Star ActiveStar ActiveStar ActiveStar ActiveStar Active

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში წმიდა სერაფიმე საროველის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს, რომელიც მე–19 საუკუნეში (სავარაუდოდ 1903-1905 წლები) აშენებული და სერაფიმე საროველის სახელობის ერთადერთი ტაძარია საქართველოში.

User Rating: 5 / 5

Star ActiveStar ActiveStar ActiveStar ActiveStar Active

ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია — ეკლესია საქართველოში, კახეთის მხარეში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მაჩხაანის შუაგულში, გზის პირას. ძეგლს არც წარწერა აქვს და არც ისტორიულ წყაროებში იხსენიება. არქიტექტურული თავისებურების მიხედვით კი XVIII საუკუნის ბოლოს განეკუთვნება.

User Rating: 0 / 5

Star InactiveStar InactiveStar InactiveStar InactiveStar Inactive

ოზაანის ამაღლების გუმბათოვანი ტაძარი IX საუკუნეშია აგებული. ტაძარი მდებარეობს ტყით დაფარული ქვაბულის შუაგულში. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია XII-XIII სს. მიჯნის ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები, ამავე ხანას მიეკუთვნება მოჭიქული კრამიტიც, რომლითაც ეკლესიაა გადახურული. შემორჩენილია ლაპიდარული წარწერა, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით მიეკუთვნება XII-XIII საუკუნეთა მიჯნას. იგი ასე იკითხება: „ქრისტე ღმერთო, შეუნდვენ მიქაელს, ამინ“

User Rating: 5 / 5

Star ActiveStar ActiveStar ActiveStar ActiveStar Active

თამარ მეფის ციხიდან ექვსი ვერსის დაშორებით აღიმართება კიდევ ერთი მთა, რომელსაც ელიას მთა ეწოდება. მას ძირს მლაშე ტბა ევლება. შუა მთაში გადმოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან ადგილობრივი მაცხოვრებლები.ტურისტებისგან შეუმჩნეველი არ დარჩენილა მთის ფორმა,რომელიც თუ კარგად დაუკვირდებით დაწოლილ ქალს მოგვაგონებს,რომელსაც გულზე ხელები უწყვია...

User Rating: 0 / 5

Star InactiveStar InactiveStar InactiveStar InactiveStar Inactive

ხორნაბუჯის ციხე ( მას დღეს თამარის ციხესაცუწოდებენ) ქალაქური ტიპის დასახლებაა. აქ ძვ. წ.აღრიცხვის I ათასწლეულშივე არსებობდა. ციხე დღესაც ანცვიფრებს მნახველს დიდებული შესახედაობით. ლეგენდის თანახმად თამარ მეფე გზად ყოფილა მიმავალი,როდესაც ქარს მისი მანდილი გაუტაცებია და ამ ციხის წვერზე ჩამოკიდებულა.

Partly cloudy

14°C

დედოფლისწყარო

Partly cloudy
Wind: W at 6.44 km/h
Monday 14°C / 22°C Scattered thunderstorms
Tuesday 14°C / 23°C Showers
Wednesday 18°C / 26°C Thunderstorms
Thursday 16°C / 23°C Thunderstorms

დედოფლისწყარო

რეგიონი  - კახეთის მხარე
გამგებელი - ნიკოლოზ ჯანიაშვილი    
დეპუტატი პარლამენტში - ირაკლი შიოლაშვილი
სიმჭიდროვე - 12.2 კაცი/კმ²
ფართობი - 2529,2 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა - 21 221 კაცი (2014 წელი)

ხართ თუ არა ნამყოფი დედოფლისწყაროაში ?
©2017 http://dedoplistskaro.ge. All Rights Reserved.

Search

google-site-verification: google7a49f988b3e18e93.html